ათონის მთის მოლოცვა. საფეხმავლო ათონის ტური


Период тура 3.02, 16.03, 14.04, 5.05, 12.05, 9.06, 18.06, 2.07, 23.07, 13.08, 3.09 8 дней/ 7 ночей

თესალონიკი – ურანუპოლისი – ათონის წმ. მთა - ურანუპოლისი – თესალონიკის აეროპორტი

Отправить запрос
  • 8 დრე / 7 ღამე 
  • ჩასვლის თარიღები: 3.02, 16.03, 14.04, 5.05, 12.05, 9.06, 18.06, 2.07, 23.07, 13.08, 3.09
________________________________________
1 დღე. თესალონიკი – ურანუპოლისი
ჩაფრენა ქ. თესალონიკის აეროპორტში. ჯგუფური ტრანსფერი ურანუპოლისში. სასტუმროში განთავსება. 
 
2 დღე. ურანუპოლი– ათონის წმ. მთა 
საუზმე სასტუმროში.  8.30 საათზე შეკრება სამომლოცველო ცენტრის  «სოლუნის» ოფისთან ურანუპოლისში. 
დიამონიტირიონის მიღება (ათონის ვიზა). გემით გამგზავრება  9.45 საათზე. ჩასვლა დოქიარის მონასტერში. მარიამის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის თაყვანისცემა.გადასვლა (ფეხით) სანაპიროთიქსენოფონტეს მონასტერში. მონასტერში განთავსება. დასვენება, საღამოს ღვთისმსახურებაზე დასწრება. ტრაპეზი. ღამისთევა.
 
3 დღე. ათონის წმ. მთა
ღვთისმსახურების შემდგომ გემით დაფნიში გადასვლა. გადაჯდომა კატერზე და წმ. ანას სკიტის მიმართულებით გამგზავრება. გადმოსვლა წმინდა პავლეს მონასტრის ნავსაყუდელთან,  მოგვთა ძღვენის თაყვანისცემა (სურვილის შემთხვევაში ჯგუფს შესაძლებლობა ექნება ერთი გაჩერებით უფრო ადრე ჩამოვიდნენ,რათა ეწვიონ წმ. დიონისიატის მონასტერს და შემდგომ უკვე ფეხით მივიდნენ წმ. პავლეს მონასტრამდე). წმ. ანას სკიტიში გადასვლა.  განთავსება სკიტში. ღამისთევა. საღამოს ღვთისმსახურება, ტრაპეზი. 
 
4 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ ბორანით  გამგზავრება დაფნში.
გადაჯდომა კარიესის ავტობუსზე.  განთავსება წმ. ანდრიას სკიტში. ფეხით კარიესში გადასვლა,ღვთისმშობლის ხატის «ღირს არსის» თაყვანისცემა, კუტლუმუსის მონასტრამდე გადასვლა, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში სასწაულმოქმედი ხატის «ძუძუსმაწოვებელის» თაყვანისცემა. დაბრუნება სკიტში. საღამოს ღვთისმსახურება, ღამისთევა.
 
5 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ ფეხით გადასვლა  ბერი გაბრიელის კელიამდე, პანაღუსას კელიის მონახულება, სადაც ცხოვრობდა ღირსი პაისი მთაწმინდელი. გადასვლა ივერონის მონასტერში.  სასწაულმოქმედი ხატის   «კარიბჭის ღვთისმშობლის» თაყვანისცემა. მონასტერში განთავსება, ტრაპეზი, ღამისთევა (იმ შემთხვევაში თუ, მონასტერი ვერ მიიღებს მომლოცველებს, ისინი განთავსდებიან პანდოკრატორის მონასტერში). 
 
6 დღე. ათონის წმ. მთა
დილის ღვთისმსახურების და ტრაპეზის შემდგომ ტრანსფერი ქსიროპოტამის მონასტრამდე. გადასვლა წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. განთავსება. ტრაპეზი.  ღამისთევა.
 
7 დღე. ათონის წმ. მთა – ურანუპოლისი
დილის ლიტურგიის და ტრაპეზის შემდეგ გემით ურანუპოლისში გამგზავრება. სასტუმროში განთავსება. 
 
8 დღე. ურანუპოლისი – თესალონიკის აეროპორტი
ტრანსფერი ქ. თესალონიკის აეროპორტში. გამოფრენა.
________________________________________
მომლოცვალთა ცენტრი „სოლუნი“ იტოვებს უფლებას შეცვალოს პროგრამით გათვალისწინებული ლოკაციების თანმიმდევრობა. ტრაპეზი  - მონასტრის განრიგის მიხედვით.
 
ღირებულებაში შედის:
• სასტუმროში განთავსება
• ჯგუფური ტრანსფერი (აეროპორტი - ურანოპოლისი - აეროპორტი)
• ღამისთევა მონასტერში 
• გემი - ურანოპოლისი -ათონი - ურანოპოლისი
• გემის და ავტობუსის ბილეთები ათონის ტერიტორიაზე 
 
ღირებულებაში არ შედის:
• ავიაბილეთი : ქუთაისი - სალონიკი - ქუთაისი (დღევანდელი მონაცემებით 50 ევრო)
• ტრანსფერი თბილისი - ქუთაისის აეროპორტი - თბილისი
• საგერბო გადასახადს წმ. ათონის მთის სალაროში დიამონიტირიონის გაცენმისას  (გადახდა ხდება მომლოცველთა ბიუროში ) - 25 €
• გადაადგილება ათონის ტერიტორიაზე სამარშრუტო ტრანსპორტის მეშვეობით (დაახლოვებით - 30 €). 
 
 
Всего фотографий: 7
Молитвенная помощь
Обратный звонок
Цитата дня
× Цитата дня
Тот, кто считает, что он способен исправлять других, имеет много эгоизма.
преподобный Паисий Святогорец